დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციის პრეტენზიები უკვე სცილდება ზღვარს და იმ შეთანხმებას, რაც მხარეებს შორის იყო მიღწეული
დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციის პრეტენზიები უკვე სცილდება ზღვარს და იმ შეთანხმებას, რაც მხარეებს შორის იყო მიღწეული

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიციის პრეტენზიები უკვე ზღვარს და იმ შეთანხმებას სცილდება, რაც მხარეებს შორის იყო მიღწეული.

როგორც ჟურნალისტებს ხუნდაძემ განუცხადა, ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმები არ უკვირს.

მისი თქმით, ოპოზიცია ისევ ცდილობს, დესტრუქციული გზით დაარღვიოს შეთანხმება და პროცესი ისევ ქაოსში გადაიყვანოს.

„ულტიმატუმების წამოყენება, რომ ქვეყანამ საარჩევნო პერიოდში სამართალი შეაჩეროს და სამართლებრივი ქვეყნისთვის მიუღებელი წესებით იცხოვროს, მიუღებელია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია არათუ მზად არის, არამედ მას არც სურვილი აქვს, რომ შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს, და საარჩევნო პროცესი დადგენილი წესების მიხედვით წარიმართოს და პროცესი მშვიდი იყოს“, – დასძინა ხუნდაძემ.