დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი საზოგადოებაზე ქუჩაში ნადირობას განაგრძობს, მაგრამ მათ საზოგადოება გაურბის
დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი საზოგადოებაზე ქუჩაში ნადირობას განაგრძობს, მაგრამ მათ საზოგადოება გაურბის

გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი აგრძელებს საზოგადოებაზე ქუჩაში ნადირობას, მაგრამ მათ საზოგადოება გაურბის, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი აქციას არ შეუერთდა, რადგან იცოდნენ, რომ ამით რეპუტაციულ ზიანს მიიღებდნენ.

„„ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა, ისტორიულად ძალიან მძიმე, მაგრამ საამაყო დღე საკუთარ აქციად ექცია, რაც იყო 9 აპრილის ფალსიფიცირების მცდელობა და ეს არ გამოუვიდათ. ოპოზიციის ნაწილს ჭკუა ეყო, რადგან იცოდნენ, რომ საზოგადოება „ნაცმოძრაობას“ არ შეუერთდებოდა და რეპუტაციულ ზიანს მიიღებდნენ, რა ზიანიც „ნაცმოძრაობამ“ მიიღო. აქციაზე რომ არ მივიდნენ, ამით თავიდან აირიდეს რეპუტაციული ზიანი. რომელია რეალური ოპოზიცია და რომელი ფალსიფიცირებული, დესტრუქციული და კონსტრუქციული, თავად გაარკვიონ. ოპოზიციაში არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, ვერცხლისწყალივით გაიბნენ და როცა სჭირდებათ, შეერთდნენ. მათი თამაში ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წინსვლას არ ადგება, მხოლოდ სახელმწიფოს რყევას იწვევს. თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, როდის არიან ერთნი და როდის – ცალკე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.