დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ოლიგარქიას ეძებს სხვაგან და აქვთ შიგნით
„ნაციონალური მოძრაობა“ ოლიგარქიას ეძებს სხვაგან და აქვთ შიგნით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძე გამოეხმაურა ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, სადაც ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ „რამდენიმე არჩევნების დროს ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდნენ, მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის“.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, როგორც ჩანს, პოლიტიკაში ყოფნას ფულის, გავლენებისა და მანქანების გამო აპირებენ.
„არეულობას გეგმავდნენ სხვაგან და მიიღეს საკუთარ პარტიაში. ასეთ წვრილმანებზე როცა დავიდნენ, ეს არის იაფფასიანი იდეოლოგიის მაჩვენებელი და მათი მთავარი ხაზი, რომ ისინი დაკავებული არიან არა ქვეყნის ინტერესებით, არამედ საკუთარი კომფორტით და იმ წვრილმანით, რაც მიუღებელი და სამარცხვინოა. საზოგადოება ხედავს, რომ მათ შორის უკვე სადაოა შავი, ჭრელი თუ სერი ფული. უკვე დავიდნენ მანქანებამდე, საჩუქრებამდე, ხელფასამდე და კეზერაშვილის ფინანსებს განიხილავენ მთავარ სამიზნედ, თუ რატომ უნდა იყვნენ პოლიტიკაში. როგორც ჩანს, პოლიტიკაში ყოფნას ფულის, გავლენებისა და მანქანების გამო აპირებენ“, – განაცხადა ხუნდაძემ.