დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მარტოა, საზოგადოება მათ არ მიჰყვება, ქუჩას ვერ აფორმირებენ, რადგან არ არიან გულწრფელი
დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მარტოა, საზოგადოება მათ არ მიჰყვება, ქუჩას ვერ აფორმირებენ, რადგან არ არიან გულწრფელი

„ნაციონალური მოძრაობა“ მარტოა, საზოგადოება მათ არ მიჰყვება, ქუჩას ვერ აფორმირებენ, რადგან არ არიან გულწრფელი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„„ნაციონალურ მოძრაობას“ ქცევაც, ენაც, სიტყვათა მარაგიც უცვლელი აქვს. რაც ჰქონდა 2012 წლის შემდეგ, დღესაც იმავეს იმეორებენ. მათ საკუთარი უშინაარსობა აიძულებთ, გადავიდნენ ლანძღვაზე, ირბინონ ქუჩაში, სახლებში დაადგნენ თანამდებობის პირებს. ხედავთ, რომ ისინი არიან მარტონი და საზოგადოება მათ არ მიჰყვება. ისინი ქუჩას ვერ აფორმირებენ, რადგან არ არიან გულწრფელი და კონსტრუქციულები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.