დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცდილობენ, ემოციურ მუხტს მოახტნენ და გააჭენონ ცხენი, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ, მით უმეტეს, 9 აპრილი მათი თარიღი არ არის
„ნაციონალურ მოძრაობას“ ის მიზანი აქვს, რაც აქამდეც ჰქონდა, თუმცა როგორც აქამდე იყო შეუსრულებელი, ისევე დარჩება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილისთვის დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 9 აპრილი „ნაციონალური მოძრაობის“ თარიღი არ არის.
„ისინი ცდილობენ, ემოციურ მუხტს მოახტნენ და გააჭენონ ცხენი, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ. მით უმეტეს, 9 აპრილი მათი თარიღი არ არის. ასე რომ, სხვის ცხენს გაუშვან ხელი და ამ ღირებულებებს ნუ ჩაეჭიდებიან, რადგან ამ თარიღს მხოლოდ და მხოლოდ დააბინძურებენ, დააზიანებენ და იერსახეს დაუკარგავენ. ეს არის ქართული საზოგადოების თარიღი და არა „ნაციონალური მოძრაობის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.