დიმიტრი ხუნდაძე - მოსამართლეების შერჩევის პროცესში ისე ვმოქმედებთ, როგორც კონსტიტუციაში წერია და სამართლის უზენაესობა მოითხოვს
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებაზე არაფერი წერია.
მისი შეფასებით, პარლამენტი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს.
„მოსამართლეებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე ვიღებთ. დოკუმენტში ამ პროცესის შეჩერების მსგავსი არაფერი წერია. არავითარ დარღვევას არ ვაკეთებთ, ისე მივდივართ, როგორც კონსტიტუციაში წერია და სამართლის უზენაესობა მოითხოვს. საკითხებს, რომელიც დასარეგულირებელია, სჭირდება შესაბამისი კომპეტენციის მოსამართლეები. რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გავათავისუფლოთ სასამართლო პოლიტიკური შემადგენლისგან და სხვადასხვა ინტერესისგან“, – განაცხადა ხუნდაძემ.