დიმიტრი ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილით სპეკულაცია მისმა მეგობრებმა ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც უნდა დაასრულონ
მიხეილ სააკაშვილის როგორც შემოყვანა, ისე მისი გაყვანის მცდელობა იყო შეცდომაზე მეტი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან შესაძლო დამდგარი შედეგი საქართველოში სტაბილურობის წინააღმდეგ იყო მიმართული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნავს.
მისი თქმით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენთან არათუ „დემოკრატიის უკუსვლაა“, არამედ დემოკრატიის სახელით უსამართლოდ ებრძვიან სამართალს.
„სტრასბურგის სასამართლომ, გარდა იმისა, რომ დაადგინა ქართული მხარის კანონიერი ქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე ცხადყო, რომ 27 ელჩის „მარში“ თუ „დემარში“ აბსოლუტურად საფუძვლო და უარგუმენტო იყო, რითიც ოპოზიციას სპეკულაციის საშუალება მიეცა. მიხეილ სააკაშვილის როგორც შემოყვანა, ისე მისი გაყვანის მცდელობა იყო შეცდომაზე მეტი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან შესაძლო დამდგარი შედეგი საქართველოში სტაბილურობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენთან არათუ „დემოკრატიის უკუსვლაა“, არამედ დემოკრატიის სახელით უსამართლოდ ებრძვიან სამართალს, რომელიც თავად დასავლეთში დადასტურდა. ამიტომ მიხეილ სააკაშვილით სპეკულაციები მისმა „პოლიტიკურმა მეგობრებმა“ ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც უნდა დაასრულონ, რადგან ის ზიანს აყენებს დემოკრატიასაც, სამართალსაც, სტაბილურობასაც და თავად მიხეილ სააკაშვილსაც“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.