დიმიტრი ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში საქართველოს სიყვარულის ჟინით არ ჩამოსულა, ჩამოვიდა დაწერილი სცენარის მიხედვით
დიმიტრი ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში საქართველოს სიყვარულის ჟინით არ ჩამოსულა, ჩამოვიდა დაწერილი სცენარის მიხედვით

დავინახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზი – დემენცია, არარეალურია, რადგან ამ დაავადებით ადამიანები ასეთ ინტერვიუებს და ასეთ ანალიზს ვერ აკეთებენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „შპიგელთან“ ინტერვიუს შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი საუბარს დაიწყებდა. ველოდებით, რომ ის კიდევ უფრო მეტად ისაუბრებს მეტი კონკრეტიკით. მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში საქართველოს სიყვარულის ჟინით არ ჩამოსულა, ჩამოვიდა დაწერილი სცენარის მიხედვით. როგორც ხედავთ, თურმე სააკაშვილმაც არ იცოდა, ამას ვინ გეგმავდა და ახლა ხვდება, რომ მიშა არის მართული ხან ერთი, ხან მეორე დანტერესებული პატრონის მხრიდან. ფაქტია, რომ მიშა არის ყველასი და არ არის საქართველოსი. ის არის გეგმის ნაწილი, რომ საქართველოში უნდა ყოფილიყო დესტრუქცია. ამას ვამბობდით და ახლა მიხეილ სააკაშვილი თავად ადასტურებს. უკვე აგენტებმა დაიწყეს საუბარი საკუთარ აგენტურაზე – რურუა მერაბიშვილს აბრალებს, რომ რუსული ინტერესების გამტარებელია; მერაბიშვილი სააკაშვილს ადანაშაულებს 2008 წლის ომის სამწუხარო შედეგში; სააკაშვილი ნანობს, რომ მერაბიშვილი თავის დროზე არ მოხსნა თანამდებობიდან; გიული ალასანია ანგარიშს უწევს იმას, რუსეთში რას იტყოდნენ საქართველოში მიშას ჩამოსვლაზე. აგენტურის ქსელია შეკრული, აგენტები დაიწყებენ თავიანთი პატრონების დასახელებას, ამის ლოგიკა უკვე ჩანს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელს“ განუცხადა, რომ „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.