დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი პარლამენტიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს გაწვეული
დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი პარლამენტიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს გაწვეული

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის შედეგი მხოლოდ მარიხუანას კულტივაციისა და მისი ექსპორტის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით არ არის გამოწვეული, თუმცა დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი პარლამენტიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიწვიონ.

მისი თქმით, ოპონენტებმა არასწორად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს, საქართველოში იგეგმებოდა კანაფის პლანტაციების გაშენება.

„აქ იყო მხოლოდ სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქციის დამზადებაზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რადგან საზოგადოებისთვის ეს ნაწილიც მიუღებელია, ეს კანონპროექტი გაწვეული უნდა იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

ხუნდაძის თქმით, „ქართული ოცნება” არ მიიღებს არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელზეც საზოგადოებას მკაცრი რეაქცია აქვს.

„მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტის რაც შეიძლება მალე გაწვევას, რომ საზოგადოებას არ ჰქონდეს მღელვარების არც ერთი საფუძველი“, – განუცხადა ხუნდაძემ პირველ არხს.