დიმიტრი ხუნდაძე - ლგბტ პროპაგანდა მძლავრ მასშტაბებს იღებს, ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი
დიმიტრი ხუნდაძე - ლგბტ პროპაგანდა მძლავრ მასშტაბებს იღებს, ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი

ლგბტ პროპაგანდა და ეს პროცესები მოედო მთელ ევროპას. აშკარაა, რომ საქართველოში ძალიან მალე დაგვიყენებენ საკითხს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

დიმიტრი ხუნდაძე წერს, რომ ლგბტ პროპაგანდის საფრთხეები, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც ემუქრება.

„ლგბტ პროპაგანდა მძლავრ მასშტაბებს იღებს. ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი. დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი არ დაუჭირა. ეს სასიამოვნო გამონაკლისია, თუმცა ლგბტ პროპაგანდა და ეს პროცესები მოედო მთელ ევროპას. აშკარაა, რომ საქართველოში ძალიან მალე დაგვიყენებენ საკითხს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად. ლგბტ პროპაგანდა ევროპის კონტინენტზე მძლავრ მასშტაბებს იძენს. ფაქტია, რომ ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი. ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებს დაუკარგონ სქესის აღქმის შეგრძნება. ადამიანებს ეუბნებიან, რომ შეუძლია, დღეს იყოს ქალი, ხვალ – კაცი, შემდეგ, თუ მოუნდება, ისევ ქალი გახდეს და ა.შ. ამავე დროს მთელი სიმძლავრით მიდის მშობლის ინსტიტუტის გაუქმების მცდელობა. ადამიანებს ეუბნებიან, რომ არ არსებობს ტერმინები – დედა და მამა. უფრო მეტიც, ეუბნებიან, რომ ეს შეურაცხმყოფელი სიტყვებია. საბოლოო ჯამში კი, ამ პროპაგანდის მიზანი არის ერთადერთი – მსოფლიოში ადამიანების ნაცვლად, მიიღონ უსამშობლო ბიოლოგიური მასა, რომელსაც არ ექნება კრიტიკული აზროვნების უნარი“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.