დიმიტრი ხუნდაძე - დღეს არა რომელიმე კანონი, არამედ მამული, ენა და სარწმუნოებაა დასაცავი, ის, რასაც ჩვენი წინაპრები ყველაფრის ფასად იცავდნენ და დღემდე მოგვიტანეს
დიმიტრი ხუნდაძე - დღეს არა რომელიმე კანონი, არამედ მამული, ენა და სარწმუნოებაა დასაცავი, ის, რასაც ჩვენი წინაპრები ყველაფრის ფასად იცავდნენ და დღემდე მოგვიტანეს

ვითომ მეგობრები საქართველოს არ ჰპატიობენ დაუმორჩილებლობას, მშვიდობასა და რეალურ დამოუკიდებლობას, – ასე ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მოსყიდვა და შავი ფული, შიში და მუქარა, წაუკითხაობა და უშინაარსობა ქვეყნის სუვერენიტეტს და ერის ღირსებას ვერ ჩაანაცვლებს.

„დღეს შეშინებულნი არიან ჩვენი პარტნიორები გლობალური ომის პარტიიდან, საქართველოდან, მათ მუქარას კი ქართველი ერი ამაყად და ერთხმად უპასუხებს. მოსყიდვა და შავი ფული, შიში და მუქარა, წაუკითხაობა და უშინაარსობა ქვეყნის სუვერენიტეტს და ერის ღირსებას ვერ ჩაანაცვლებს.

ვითომ მეგობრები საქართველოს არ ჰპატიობენ დაუმორჩილებლობას, მშვიდობას და რეალურ დამოუკიდებლობას, რომლის გარანტი დღეს პრინციპულ პოზიციაზე მდგომი ხელისუფლებაა, რომელსაც ზურგს საზოგადოება უმაგრებს. სწორედ ამაშია სხვაობა, როცა ქვეყანას უჭირდა, ყოფილი ხელისუფლება საკუთარი ჯარისა და საზოგადოების ზურგს ეფარებოდა და მალულად წითელ ხიდზე იპარებოდა. დღეს კი მშვიდობისა და ღირსების დასაცავად ხელისუფლება ჯარისა და საზოგადოების წინ დადგა მომხდურთან პირისპირ და წინა ხაზის მიტოვებას არ აპირებს.

დღეს არა რომელიმე კანონი, არამედ მამული, ენა და სარწმუნოებაა დასაცავი, ის, რასაც ჩვენი წინაპრები ყველაფრის ფასად იცავდნენ და დღემდე მოგვიტანეს. ახლა ჩვენი რიგია და ღირსებით აქამდე მოტანილს ჩვენს შემდგომ თაობას დაცულს და უვნებელს გადავცემთ,“ – წერს ხუნდაძე.