დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და პასუხისმგებლიანი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე
ჟურნალისტები ჩვენ, იმ ადამიანებს, ვინც კანონპროექტი ჩავაგდეთ, ხშირად გვეკითხებიან, ვიღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობას რომ ვგრძნობთ, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს იყო სწორი, რაზეც მეტყველებს დესტრუქციული ქმედებები, რაც პროპორციულ სისტემაზე ნაადრევად გადასვლის შეთხვევაში იქნებოდა გაათმაგებული და გაასმაგებული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება დაუფიქრებლად და ზოგჯერ ნაადრევად მიიღეს, მოუხდათ გადაწყვეტილების შეცვლა ან მიიღეს პოლიტიკური კრიზისი.
„თითოეულ ჩვენგანს, მთლიან საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა. ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და პასუხისმგებლიანი არა მხოლოდ საკუთრი თავის არამედ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს იყო სწორი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.