დიმიტრი ხუნდაძე - ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა ქვეყნის ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი აქტივი შეიტანა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა ქვეყნის ცხოვრებაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აქტივი შეიტანა.
აღნიშნულის შესახებ ხუნდაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდი „ქართუსთვის“ ქონების გადაფორმების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
ხუნდაძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს.
„ამაზე ბევრი განმარტება იყო გაკეთებული და ყველგან შეთქმულების თეორია არ უნდა ვეძებოთ. მით უმეტეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ვფიქრობ, კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. თუკი გადავხედავთ საქმიანობას ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ამ დამოკიდებულებით მან და მისმა ფონდმა ქვეყნის ცხოვრებაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აქტივი შეიტანა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.