დიმიტრი ხუნდაძე - ბიძინა ივანიშვილი ჩვეული აქტივობით ერთვება სწორედ იმ დროს, როცა მისი მონაწილეობა გამორჩეულად მნიშვნელოვანია
დიმიტრი ხუნდაძე - ბიძინა ივანიშვილი ჩვეული აქტივობით ერთვება სწორედ იმ დროს, როცა მისი მონაწილეობა გამორჩეულად მნიშვნელოვანია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ფონდი „ქართუს“ ინიციატივას მიესალმება.

ხუნდაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფონდი ჩვეული აქტივობით ერთვება სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანას თანადგომა სჭირდება.

„მივესალმები იმას, რომ „ქართუ“ ჩვეული აქტივობით ერთვება სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანას თანადგომა სჭირდება. შესაძლოა, სახელმწიფოს როგორც სტრუქტურულად, ისე ორგანიზაციულად და ფინანსურად დასჭირდეს დამატებითი რესურსები და გარანტია უკვე აღებულია. ბიძინა ივანიშვილი თავისი ჩვეული აქტივობით ერთვება სწორედ იმ დროს, როცა მისი მონაწილეობა გამორჩეულად მნიშვნელოვანია. ყველაფერი კეთდება და პროცესში სახელმწიფოს მხრიდან ყველა ჩაერთო, მაგრამ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ვერავინ ჩაანაცვლებს. ამიტომ გავითავისოთ, რომ საფრთხე რეალურია. დამშვიდებისა და თვითკმაყოფილების უფლება არ გვაქვს“,- განაცხადა ხუნდაძემ.

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს, სადაც გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.