დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს, ალბათ ხაბე საკუთარ ამომრჩევლებს ხებეებს ჩააცმევს და რევოლუციისთვის მოამზადებს
გულწრფელად რომ გითხრათ, არჩევნებში ხაბეიშვილს ვგულშემატკივრობდი, რადგან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სწორედ ის მემეტებოდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ის ფრთა გაიმარჯვებდა, რომელიც მეტად დესტრუქციული და ყველაფრის მკადრებელია.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს. ალბათ ხაბე საკუთარ ამომრჩევლებს ხებეებს ჩააცმევს და რევოლუციისთვის მოამზადებს. ვნახოთ, მისგან სახალისო რა შემოთავაზება იქნება. ეს სახეები არიან დისკრედიტირებულები. მათი მიზანია მხოლოდ დესტრუქცია, რაც წარუმატებელი იქნება ჩვენს ქვეყანაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოსალოდნელი იყო, რომ ის ფრთა გაიმარჯვებდა, რომელიც მეტად დესტრუქციულია, ყველაფრის მკადრებელია და მისი პატრონებიც, შემსრულებლებიც სწორედ ამით არიან გამორჩეულები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.