დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ქობულეთში კონტროლის გამკაცრების საკითხი ამ დროისთვის არ განიხილება, თუმცა შესაძლოა, ამის აუცილებლობა დადგეს
ქობულეთში კონტროლის გამკაცრების საკითხი ამ დროისთვის არ განიხილება, თუმცა მოვლენების განვითარებამ, შესაძლოა, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში დააყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ აჭარაში განაცხადა, სადაც ვითარებას ადგილზე ეცნობა.
დღეს იგი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
„ინფექციური საავადმყოფოდან საკოორდინაციო საბჭოს ჩავერთეთ, ვსწავლობთ ზოგად სურათს, ეპიდრეგიონად ერთად არის წარმოდგენილი აჭარა და გურია. პაციენტის მოდინების შემთხვევაში გვინდა სწორად შევაფასოთ, რამდენად არის კლინიკების რესურსი საკმარისი. თუ კი სადმე არის რაიმე ხარვეზი ან რაესურსი დასამატებელი, მივიღებთ გადაწყვეტილებას.
რაც შეხება კონტროლის გამკაცრებას ქობულეთში, ეს არის ეპიდვითარებაზე დამოკიდებული, საზოგადოების ქცევაზე და წესების დაცვაზე. გამკაცრებაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული ეპიდემიოლოგებთან ერთად. ამ წუთას რაიმე გამკაცრებაზე საუბარი არ არის, მაგრამ ვითარებამ შეიძლება წარმოშვას გამკაცრების აუცილებლობა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ
ხუნდაძის თქმით, ყველა რეგიონს ეყოლება კოორდინატორი, რომელიც ადგილზე სიტუაციას ზედამხედველობას გაუწევს.
აჭარა-გურიის რეგიონში ამ ფუნქციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პროფესიით ექიმი ილია ნაკაშიძე შეასრულებს.