დიმიტრი გვრიტიშვილი -  ანა დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატებს შერჩევითად უდგება
დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატებს შერჩევითად უდგება

მე თუ მკითხავთ, გასაუბრების პროცესში ფორმალური ანა დოლიძის მონაწილეობაა, – ასე უპასუხა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ბრალდებას, მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, ანა დოლიძე შერჩევითად უდგება მოსამართლეობის კანდიდატებს.

„მე თუ მკითხავთ, გასაუბრების პროცესში ფორმალური ანა დოლიძის მონაწილეობაა. შერჩევითად უდგება კანდიდატებს, რომელიც აინტერესებს, იმ კანდიდატის გასაუბრებას ესწრება, რომელიც არ აინტერესებს, იმ დროს დადის სატელევიზიო ეთერებში, შეიძლება, დადის გასარუჯად. შემდგომ ამას ამართლებს, თითქოს რაღაც სამედიცინო გამოკვლევაზე იყო, თუმცა სათანადო წესით, კანონით განსაზღვრული დოკუმენტებით ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, მისი მონაწილეობაა ფორმალური. საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ საათობით, დილიდან დაღამებამდე ყველა კანდიდატს ვეპყრობით თანასწორად, კითხვები თანაბარი სირთულისაა. ისინი კი, არჩევენ კანდიდატებს იმის მიხედვით, რომელი კანდიდატია მათთვის სიმპათიური, დაუსვამენ თუ არა შეკითხვებს და რა ფორმით“, -განაცხადა გვრიტიშვილმა.

​ანა დოლიძის შეფასებით, საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გასაუბრების პროცესი ფორმალურად მიმდინარეობს.