დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა
დიმიტრი გაბუნიამ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა.
შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
განკარგულებაში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი აწერს ხელს, აღნიშნულია: „გათავისუფლდეს დიმიტრი გაბუნია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან 2021 წლის პირველი აპრილიდან, პირადი განცხადების საფუძველზე“.