დიმიტრი გაბუნია - ატენის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თბილისის მერია ორშაბათს მიიღებს
ატენის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თბილისის მერია ორშაბათს მიიღებს, – ამის შესახებ ატენის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ თბილისის მერიაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძესთან და იურიდიული სამსახურის უფროსთან მძიმე საუბარი ჰქონდათ.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მერიაში შეხვედრაზე ყველა არგუმენტი წარმოადგინეს იმისთვის, რომ ატენის ქუჩაზე მშენებლობა შეჩერდეს, რომ ატენის ქუჩის მოსახლეობას საფრთხე არ დაემუქროს.
ატენის ქუჩის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. პარალელურად, ის ადამიანები, რომლებსაც მშენებარე კორპუსში ბინები აქვთ შეძენილი, ამავე მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ.