დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ საერთაშორისო თანამეგობრობას საარჩევნო თემატიკაზე კითხვები აქვს, ქართული მხარე მზად არის, კანონმდებლობა დახვეწოს
დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ საერთაშორისო თანამეგობრობას საარჩევნო თემატიკაზე კითხვები აქვს, ქართული მხარე მზად არის, კანონმდებლობა დახვეწოს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, თუ საერთაშორისო თანამეგობრობას საარჩევნო თემატიკაზე კითხვები აქვს, ქართული მხარე მზად არის, კანონმდებლობა დახვეწოს და სამომავლოდ საზოგადოებას მაღალი დონის არჩევნები შესთავაზოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ამოცანაა, ყველა ის შენიშვნა და რეკომენდაცია გააანალიზოს, რომელსაც სადამკვირვებლო მისიები აძლევენ.

„ხშირ შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ კანონის დარღვევა არ მომხდარა, თუმცა ყურადღება სწორედ იმ საკითხებზე მახვილდებოდა, რომელზეც ოპოზიცია საუბრობდა. შეგვიძლია, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე ვისაუბროთ, მაგრამ საჩივრების რაოდენობის მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო განსაკუთრებული რაოდენობის დარღვევები. კონსტიტუციური რეფორმა პოლიტიკური სისტემის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციაა, რაც ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ტესტია. ახალარჩეული პრეზიდენტი გვყავს და საინტერესოა, ახალი ინსტიტუცია როგორ იმოქმედებს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.