დიმიტრი ცქიტიშვილი - სააკაშვილის განცხადებების გამო, უკრაინასთან ურთიერთობები არ უნდა დავაზიანოთ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბევრად უფრო მაღლა უნდა დადგეს, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, საგარეო უწყებამ პროცესი უნდა ჩამოაყალიბოს, თუ როგორ აირიდოს ის დისკომფორტი, რაც ქართულ პოლიტიკას დღეს ახასიათებს.
„სააკაშვილის განცხადებების გამო ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობები არ უნდა დავაზიანოთ, როგორიც უკრაინაა. გვჭირდება ინტენსიური თანამშრომლობა უკრაინასთან ყველა იმ საკითხზე, რაც ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანია. ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ განცხადებებს, რასაც სააკაშვილი აკეთებს. მათთვის სააკაშვილის ჰიპერაქტიურობა ქართულ პოლიტიკაში და მისი განცხადებები არის დისკომფორტი . დარწმუნებული ვარ, არანაირი სურვილი არ აქვთ, საქართველოსთან ურთიერთობები დააზიანონ“, – განაცხადა დავით ცქიტიშვილმა.