დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა – „ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად“ ხუთი წლის იუბილე აღნიშნა.
საღამოში სახელწოდებით – სიცოცხლისათვის ბრძოლის 5 წელი ცნობილმა ჟურნალისტებმა და ფონდის გადარჩენილმა შვილობილებმა მიიღეს მონაწილეობა. ფონდის წევრებმა საზოგადოებას ამ წლების განმავლობაში განხორციელებული საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარეს, საღამოს დასასრულს კი, ცნობილი ქართველი ხელოვანების ნამუშევრებისა და ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. შემოსული თანხა სოლიდური სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.
5 წლის განმავლობაში დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი 282 ბავშვს დაეხმარა, მათი მკურნალობისთვის დახარჯულმა თანხამ კი 2 365 000 ლარი შეადგინა.