გორის „დილა“ მშვენიერ ფორმაშია და წინსვლას აგრძელებს – ამჯერად, გიორგი დარასელიას გუნდი „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ფოთის „კოლხეთს“ გაუსწორდა.
შეხვედრა კოლხებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო: მე-9 წუთზე, მიკოლა კოვტალიუკის მოცელვისთვის, ბოლო იმედის ჯარიმა სტუმართა კაპიტანს, ლაშა გოგონაიას დაუფიქსირდა და მოედნიდან გააძევეს. გორელებმა მწვავედ შეუტიეს და მართალია, ანგარიშის გახსნის რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს, მაგრამ საბოლოოდ, მიზანს მაინც მიაღწიეს.
54-ე წუთზე, ლევან ნონიკაშვილის გადაცემით მიკოლა კოვტალიუკმა ისარგებლა და ეროვნულ ლიგაში ე-7 გოლი გაიტანა. ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე „დილას“ მცველმა, გიორგი კორიფაძემ ლამაზი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „დილამ“ 2:0 გაიმარჯვა.
გორელებმა 27 ქულა დააგროვეს და თბილისის „დინამოს“ გაასწრეს, რომელიც ხვალ საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდება.