დღეს, ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეორე ტური დაიწყო. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილამ“ საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლა.
ანგარიში მხოლოდ 69-ე წუთზე გაიხსნა – სტუმართა თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ თემურ მარკოზაშვილის გადაცემით ისარგებლა და მეორე ტურში მეოთხე გოლი გაიტანა 0:1.
74-ე წუთზე, დავით რაჟამაშვილის ასისტენტობით ნოდარ ქავთარაძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.
მეორე ტურის დანარჩენი მატჩები ხვალ და ზეგ გაიმართება.
შაბათი, 10 მარტი
„რუსთავი“ – „ტორპედო“ 15:00. დავით პეტრიაშვილი არენა – თბილისი
„კოლხეთი 1913“ – „საბურთალო“. 18:00. დავით აბაშიძე – ზესტაფონი
კვირა, 11 მარტი
„ლოკომოტივი“ – „დინამო თბ.“ 14:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
„სამტრედია“ – „სიონი“. 16:00. მიხეილ მესხი – თბილისი
ტრადიციულად, პირველი არხი ტურის ერთი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავს. ამჯერად, გულშემატკივარს შეუძლია იხილოს „სამტრედია“ – „სიონის“ მატჩი, რომელიც 11 მარტს, 16:00 საათზე დაიწყება.