დიდ დიღომში ერთ-ერთი კორპუსიდან უნებართვოდ შესახლებული პირების გამოსახლებას ითხოვენ
დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის 22-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.
აქცია ბინათმენაშენეთა კოოპერატივის წარმომადგენლებმა ადვოკატ მამუკა ტუსკაძესთან ერთად გამართეს.
როგორც ტუსკაძემ განაცხადა, კორპუსში, რომელშიც დევნილები არიან უნებართვოდ შესახლებული, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ეკუთვნის.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ ბინებში მათ თანხები აქვთ გადახდილი. მშენებლობა 1989 წელს უნდა დამთავრებულიყო, ხოლო 2001-2002 წლებში შენობაში დევნილები შესახლდნენ, რომლებიც ახლა კორპუსის დატოვებაზე უარს აცხადებენ.
კორპუსში მაცხოვრებლების თქმით, მათ აქვთ საბუთები, რომლითაც დასტურდება, რომ ბინები მათ ეკუთვნით. ისინი უნებართვოდ შესახლებული პირების გამოსახლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები თბილისის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ და ხვალ ამ მოთხოვნით მერიასთან აქციის გამართვას აპირებენ.
დღეს აქციის მონაწილეებსა და დევნილებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც, ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.