დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერის, კუნძულ ტექსელის სკვერისა და სიკო დოლიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განახორციელდა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერის, კუნძულ ტექსელის სკვერისა და სიკო დოლიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული რეკრეაციული სივრცეები მძიმე მდგომარეობაში იყო და სრულ განახლებას საჭიროებდა.
„პროექტის ფარგლებში მწვანე საფარი შეიცვალა, ფილები დაიგო, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა. გარდა ამისა, კუნძულ ტექსელის სკვერი და მაიკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერი ერთმანეთთან დაკავშირდა საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკებით. სამუშაოების ფარგლებში თბილისის „დინამოს“ ბაზის მიმდებარედ გამწვანებული კუნძულებიც მოეწყო. სკვერებში, რომელთა საერთო ფართობიც 3.5 ჰექტარია, მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. 12 სექტემბერს საზეიმოდ ვხსნით აღნიშნულ პარკს. მობრძანდით, ვისაც გიხარიათ ქალაქის განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.