დიღმის მასივში გაზის აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
როგორც პირველ არხს სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში ოთხი ადამიანია გადაყვანილი. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.
აფეთქება დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა.
მომხდარის შედეგად, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, ჩამონგრეულია კედლები.
ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.