„დიფ სთეითი“ - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან წარმატებას მიაღწიეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან წარმატებას მიაღწიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „დიფ სთეითის“ ანალიტიკოსები ავრცელებენ.
გავრცელებული ცნობით, რუს სამხედროებს გარკვეული წინსვლა აქვთ დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტებში: სპირნოიში, რაზდოლოვკაში, ტიმოფეევკაში, პროგრესში, კონსტანტინოვკაში, სევერნისა და ჟელეზნიში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის მოხსენებაში არ არის ნათქვამი რუსეთს არმიის წინსვლის შესახებ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 149 სამხედრო შეტაკება მოხდა.
მოხსენების თანახმად, პოკროვსკის მიმართულებით ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა, სადაც თავდაცვის ძალებმა დღეში 52 შეტევა შეაჩერეს.