დიეგო სიმეონე თავის სამწვრთნელო შტაბში ფერნანდო ტორესის შეყვანას აპირებს
მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მზად არის, თავის სამწვრთნელო შტაბში მიიწვიოს მადრიდული კლუბის ყოფილი ფორვარდი ფერნანდო ტორესი. 35 წლის ფეხბურთელმა ამ ზაფხულს დაასრულა კარიერა და მისი გამოსათხოვარი მატჩი რამდენმე დღის წინ გაიმართა.
„ფერნანდო ტორესი ნამდვილი საფეხბურთო ლეგენდაა და ძალიან ჭკვიანი ბიჭია“, – მოჰყავს სიმეონეს სიტყვები გაზეთ „მარკას“. – „ვფიქრობ, მას დასჭირდება გარკვეული დრო დასასვენებლად და იმის გასარკვევად, თუ რის გაკეთებას აპირებს მომავალში. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ეს პერიოდი ხანგრძლივი არ იქნება და ის შეძლებს ისევ „ატლეტიკოში“ მუშაობას“.
ფერნანდო ტორესი ესპანეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონია. გარდა ამისა, მან ჩემპიონთა ლიგა „ჩელსის“ შემადგენლობაში მოიგო, ევროპის ლიგის ტრიუმფატორი კი „ჩელსისა“ და „ატლეტიკოში“ გახდა. კარიერის განმავლობაში მან 706 მატჩი ჩაატარა, 252 გოლი გაიტანა და 73 შედეგიანი პასი შეასრულა.