დიეგო კოლასი - რადგან საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა, აქვს ცხადი საგზაო რუკა კანდიდატის სტატუსის მიმართულებით, ასე რომ, ეს არის საკმაოდ არსებითი მიღწევა
ჩვენ გვაქვს ევროკომისიის შეფასება და ახლა ველოდებით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.
ელჩის თქმით, ევროკომისიამ კარგი სამუშაო შეასრულა და გააკეთა კარგი ბალანსი წევრ ქვეყნებს შორის.
„ველოდები, რომ იქნება იმის მსგავსი გადაწყვეტილება, როგორიც ევროკომისიის მოსაზრება იყო. რა თქმა უნდა, ეს მომდევნო დღეების საქმეც არის. როდესაც ვხედავთ ევროკომისიის მოსაზრებას, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაც დაახლოებით ასეთი იქნება და არ იქნება განსხვავებული. რადგან თქვენ გაქვთ ევროპული პერსპექტივა, გაქვთ ცხადი საგზაო რუკა კანდიდატის სტატუსის მიმართულებით და სურვილი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასე რომ, ეს არის საკმაოდ არსებითი მიღწევა და არსებითი ბედისწერა, რომ ეს შესაძლებელია.
ახლა კითხვა არის ამ რეფორმების განხორციელება, რადგან ზოგიერთი ისაუბრებს უკეთესი შედეგების შესაძლებლობაზე. კარგი რასაც ვხედავ არის ის, რომ საქართველოს აქვს ბედისწერა ამ კუთხით. თქვენ განახორციელეთ რეფორმები და სიურპრიზი არ არის, რომ გქონდათ მოლოდინები ამ საკითხებზე. შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ საკითხებზე, განახორციელოს რეფორმები, მოახდინოს დემოკრატიული ჩარჩოს კონსოლიდაცია იმისთვის, რომ მიაღწიოთ ამ შედეგს. სწორედ ეს არის ის, რისი დანახვაც გვსურს. ერთ კვირაში ეს ვერ მოხდება, მაგრამ უფრო ფართო ჩარჩოში, მნიშვნელოვანია ამ რეფორმებზე ყურადღების გამახვილება და პროგრესის ჩვენება, რომ შევძლოთ უფრო უკეთეს საფეხურზე გადასვლა ამ პროცესში. ვფიქრობ, ძალიან დამაიმედებელი ამოცანა არის და ახლა კითხვა არის მისი მიღწევა“,- განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.