დიეგო კოლასი - მთელი პროცესი დამოკიდებულია კომისიის შეფასებაზე, დიდი განსხვავება არაა, მოხდება ეს დეკემბერში, თუ 2023 წელს
მთელი პროცესი დამოკიდებულია კომისიის შეფასებაზე, სად ვართ, გვქონდა თუ არა დინამიკა დაწყებულ რეფორმებში და შეუძლია თუ არა კომისიას საქართველოს პოზიციის გადახედვა, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დიდი განსხვავება არ არის, მოხდება ეს დეკემბერში, თუ 2023 წელს.
„დამატებით სამი თვე თუ გაქვთ დინამიზმის საჩვენებლად, ამაში დიდი სხვაობა არ არის. ეს მნიშვნელოვანი იქნება და თქვენი მხრივ, მესმის საჭიროება, რომ იყოს გარკვეული სიცხადე, როგორია კალენდარი. ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ თავის დროზე ეს გაირკვევა“, – აღნიშნა დიეგო კოლასმა.
ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაელ რუპიმ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გუშინ განაცხადა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში, ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ“.