დიდუბისა და ვაკის რაიონების მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზ. N55-ში, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება დიდუბის რაიონში: კედიას ქუჩას, წერეთლის გამზ. N55-ის კორპუსებს და თევდორე მღვდლის ქ. N48 კორპუსს.
წყლის მიწოდება შეიზღუდება ვაკის რაიონშიც. კომპანია ყიფშიძის ქ. N20-თან , წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დილის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის რაიონში: საჯაიას, თ.აბულაძის, ვ.გაბაშვილის N12, 12ა; ყიფშიძის ქN14, 5ა, 5ბ; ჭავჭავაძის გამზ N37; ნ.რამიშვილის ქN31-პოლიციის შენობას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.