დიდუბის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება
დიდუბის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის II კვ-ის N 15-თან ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 01:00 საათიდან 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება დიდუბის რაიონში:

დიღმის მასივის II, III, IV, V, VI კვარტლებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.