დიდუბის რაიონის გამგებელი - საბედნიეროდ, დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მომხდარ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია
დიდუბის რაიონის გამგებლის ლადო ძნელაძის განცხადებით, დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში წინასწარი ინფორმაციით, მოხდა გაზის აფეთქება,
მისივე თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„წინასწარი ინფორმაციით, გაზის აფეთქებაა, ფანჯრები გადმოყრილია. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. დაზარალდა რამდენიმე ოჯახი. წინასწარი ინფორმაციით, მათი საცხოვრებლები სერიოზულად არის დაზიანებული. შევისწავლით ყველაფერს და თბილისის მუნიციპალიტეტი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს. აფეთქების დროს სახლში ერთი პირი იმყოფებოდა და მსუბუქად არის დაშავებული“, – განაცხადა გამგებელმა.