დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა არჩევნებზე ხმების დასაცავად მემორანდუმი გააფორმეს
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა არჩევნებზე ხმების დასაცავად მემორანდუმი გააფორმეს

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ხმების დაცვისა და დარღვევების შემთხვევაში, ინფორმაციის გაცვლის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“, „გირჩის“, „პატრიოტთა ალიანსის“, „თავისუფალი საქართველოს“, „გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტიისა“ და „რეფორმერის” მაჟორიტარობის კანდიდატებმა, ასევე მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ანა დოლიძემ და გიორგი ქაჯაიამ.

ანა დოლიძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა საარჩევნო უბნებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და დარღვევების შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას ისახავს მიზნად.

„ჩვენი ქვეყნის მომავლის ფორმირება  საარჩევნო უბნებზე მოხდება. შესაბამისად, დღეს სხვადასხვა პარტიის და ასევე, მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატები ვერთიანდებით ერთი ამოცანის ირგვლივ, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მსოფლმხედველობისა. ეს ამოცანა არის 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლის ნების აღსრულება. ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ იქნება ბევრი მცდელობა, ამომრჩეველმა ადგილზე ვერ გამოხატოს თავისუფალი ნება. ინფორმაციის გაცვლის შედეგად, მოვახდენთ კოორდინირებას, რომ დავიცვათ ამომრჩევლის ნება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.