დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე სარკინიგზო შემთხვევის გამო თბილისი-ბათუმის სამგზავრო რეისი, რომელიც 17:05 საათზე იყო ჩანიშნული, გაუქმდა
თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლის რეისი, რომელიც 17:05 საათზე იყო ჩანიშნული, გაუქმდა. რეისის გაუქმების მიზეზი დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევა გახდა, რომელსაც რკინიგზის ორი თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო, მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო 3 სექტემბერს № 804 თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლის 17:05-საათიანი რეისი გაუქმდა. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.