დიდთოვლობის გამო წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებამდე მისასვლელ გზებზე მოძრაობა შეზღუდულია
წალკის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. სოფლებამდე მისასვლელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, გაწმენდით სამუშაოებს კი, ძლიერი ქარი აფერხებს.
წალკის მუნიციპალიტეტის მერის ილია საბაძის თქმით, შესაბამისი ტექნიკა უკვე მობილიზებულია და სამუშაოები ქარის სიჩქარის შემცირებისთანავე დაიწყება.
დიდთოვლობის მიზეზით, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია სოფლების არსარვანის, გოდაკლარისა და ჩულიანის მიმართულებითაც. წალკაში კი, დილიდან იყრება ტექნიკური მარილი.