დიდთოვლობის გამო ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2 მარტს დიდთოვლობის გამო ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
საპატრულო პოლიციის ცნობით, კერძოდ, ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის მხოლოდ ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული გადაადგილება. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებით.
„თელავიდან სოფელ უჯარმამდე მონაკვეთზე მოვიდა თოვლი, გზას ვწმენდთ და ვაყრით ტექნიკურ მარილს. გზაზე შეზღუდვებია, რადგან ცალკეულ მონაკვეთებზე ლიპყინულის გამო მოცურების საფრთხე არსებობს“, – განუცხადა პირველ არხს საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა თამაზ აბდულაშვილმა.
საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.