დიდთოვლობის გამო კორშა-შატილის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
დიდთოვლობის გამო კორშა-შატილის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

დიდთოვლობის გამო კორშა-შატილის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-
კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ხოლო აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.