დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინის ზრდასრულ შვილებს, კატერინა ტიხონოვასა და მარია ვორონცოვას სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ზრდასრულ შვილებს, კატერინა ტიხონოვას და მარია ვორონცოვას სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა სასანქციო სიაში შეიყვანა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა.
როგორც ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ლონდონი განაგრძობს კრემლის უახლოესი გარემოცვის მდიდრული ცხოვრების სამიზნეში ამოღებას სამოგზაურო და ფინანსური სანქციების დაწესებით.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთისა და საერთაშორისო სანქციების შედეგად, პუტინის ომის ბიუჯეტიდან 275 მილიარდ ფუნტზე მეტია გაყინული. ოფიციალური ლონდონის განცხადებით, რუსეთი მიემართება ყველაზე ღრმა რეცესიისკენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.