დიდმა ბრიტანეთმა უმსხვილეს რუსულ ბანკ „სბერბანკს“ სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა უმსხვილეს რუსულ ბანკ „სბერბანკს“ სანქციები დაუწესა.
ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.
ლონდონი პირობას დებს, რომ რუსეთიდან ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ „ახალი სანქციების დაწესებით ლონოდნი აჩვენებს რუსეთი ელიტას, რომ ისინი ვერ დაიბანენ ხელს იმ სიმხეცისგან, რომელიც უკრაინაში პუტინის ბრძანებით ჩაიდინეს“.
სანქციები ასევე მოიცავს, რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალავს, რაც შეიძლება მალე, ასევე რუსეთში ბრიტანეთის ინვესტიციების დაბანდების და სხვადასხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვას რუსეთიდან, მათ შორის რკინა და ფოლადი.
ამასთან, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აშშ-მაც გამოაცხადა. ახალი შემზღუდავი ზომები უკრძალავას აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში ახალი ინვესტიციების განხორციელებას. სანქციები უწესდება „სბერბანკს“, რომელიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობს, ასევე „ალფაბანკს“.