დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში რუსეთის 200-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა
დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში რუსეთის 200-ზე მეტი ახალი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა.
სანქცირებულთა შორის რუსეთის მსხვილი კერძო სანავთობო კომპანიების ხელმძღვანელები მოხვდნენ, მათ შორის კომპანია „ლუკოილის“ მფლობელი ვაგიტ ალეკპეროვი და კომპანია „სურგუნეფტგაზის“ მფლობელი ვლადიმირ ბოგდანოვი.
სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ მრავალპროფილური ჰოლდინგის „ალიანს ჯგუფის“ ხელმძღვანელი მუსა ბაჟაევი და რუსეთში მოღვაწე აზერბაიჯანული წარმოშობის ბიზნესმენი ფარჰად ახმედოვი.
სანქცირებულთა სიაშია ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და გასულ დღეს დააკავეს უკრაინის სპეცსამსახურებმა.