დიდმა ბრიტანეთმა რუსული წარმოების არყის იმპორტზე გადასახადი გაზარდა
დიდმა ბრიტანეთმა რუსული წარმოების არყის იმპორტზე გადასახადი გაზარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ბიბისის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთი შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროკავშირის ახალ სანქციებს, რომელის მიხედვით, გადასახადები გაიზრდება რუსეთიდან სხვადასხვა საქონლის იმპორტზე და აიკრძალება ფუფუნების საგნების ექსპორტი რუსეთში.
როგორც „ბიბისი“ წერს, ბრიტანეთში 900 მილიონი ფუნტის საქონლის, მათ შორის რუსული წარმოების არყის იმპორტზე გადასახადი 35%-ით გაიზრდება.
ამასთან, აიკრძალება ძვირადღირებული ავტომანქანების, ხელოვნების ნიმუშების და მაღალი ხარისხის ტანსაცმელის ექსპორტი.
ბრიტანეთის ხაზინის კანცლერის, რიში სუნაკის განცხადებით, რუსული პროდუქციის იმპორტზე ახალი გადასახადების დაწესება გლობალური ვაჭრობიდან რუსეთის ეკონომიკის შემდგომ იზოლაციას მოახდენს.