დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის პატრიარქი კირილი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის პატრიარქი კირილი

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. „ბიბისის“ ცნობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი უკრაინაში ომის მხარდაჭერისთვის, ასევე, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების იძულებითი გადაყვანისა და გაშვილებისთვის.

„ჩვენი სამიზნე არის პუტინის ომის ხელშემწყობები და დამნაშავეები, რომლებმაც უკრაინას წარმოუდგენელი ტანჯვა მიაყენეს, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანა და გაშვილება“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ ტრასის განცხადებაში.

დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდვები ასევე დაუწესა რუსული კომპანიის „ვოლგა-დნეპრის“ ხელმძღვანელს, ალექსეი ისაიკინს, 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის ოთხ პოლკოვნიკს.

როგორც მედია წერს, „შავ სიაში“ მოხვდა უკრაინის რამდენიმე მოქალაქეც, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობენ.