დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიის საპასუხოდ.
როგორც ბრიტანეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, სანქციები დაუწესდა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ ელვირა ნაბიულინას.
ასევე დიდმა ბრიტანეთმა გააფართოვა რუსეთში მომსახურებისა და საქონლის ექსპორტის აკრძალვა.
დღეს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიის გამო სანქციები დააწესა აშშ-მა.