დიდმა ბრიტანეთმა მიგრაციის შესამცირებლად სავიზო ზომების გამკაცრების შესახებ გამოაცხადა
დიდმა ბრიტანეთმა მიგრაციის შესამცირებლად სავიზო ზომების გამკაცრების შესახებ გამოაცხადა

დიდმა ბრიტანეთმა მიგრაციის შესამცირებლად სავიზო ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთში მიგრაციამ რეკორდულ მაჩვენებელს -745 000-ს 2022 წელს მიაღწია და მას შემდეგ მაღალ დონეზე დარჩა.

როგორც მედია წერს, ბრიტანეთში ბევრი მიგრანტი ახლა, ევროკავშირის ნაცვლად, ინდოეთიდან, ნიგერიიდან და ჩინეთიდან ჩადის. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, ახალმა ზომებმა, შესაძლოა, მიგრანტების რიცხვი 300 000-ით შეამციროს.

სხვა ღონისძიებები მოიცავდა უცხოელი ჯანდაცვის მუშაკთა ოჯახის წევრების ვიზებით შემოყვანის შეჩერებას, მიგრანტთა მიერ ჯანდაცვის სერვისით სარგებლობისთვის გადასახადის 66%-ით გაზრდას.

ამასთან, როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა აღნიშნა, იმიგრაციის დასაძლევად რადიკალურ ზომებს იღებენ.

„იმიგრაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. დღეს ჩვენ ვიღებთ რადიკალურ ზომებს მის დასაძლევად“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა.