ნატო კვლავაც შეინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას, ღია კარი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, დიდიე რეინდერმა ბრიუსელში პირველი არხის კითხვის პასუხად განაცხადა.
„ხვალ ვისაუბრებთ საქართველოზე. საქართველო ნატო-ს ასპირანტი ქვეყანაა. ჩვენ გვსურს წავიწიოთ წინ. საქართველოსთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და გვსურს თანამშრომლობა გავაძლიეროთ“, – განაცხადა დიდიე რეინდერმა.
ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი გაიხსნა. 29 ქვეყნის მთავარი დიპლომატები ორი დღის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.