დიდი შვიდიანის ლიდერები - პუტინმა თავი ისტორიის არასწორ მხარეს დააყენა
პუტინმა თავი ისტორიის არასწორ მხარეს დააყენა, – ამის შესახებ აღნიშნულია დიდი შვიდიანის ერთობლივ განცხადებაში.
„მკაცრად ვგმობთ პუტინს, ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დიპლომატიურ პროცესზე უარის თქმის გამო. ერთიანები ვართ პარტნიორებთან, მათ შორის ნატო-სთან და ევროკავშირთან, ასევე უკრაინასთან ერთად, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი გავაკეთოთ ყველაფერი საერთაშორისო წესრიგის მთლიანობის შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია დიდი შვიდიანის განცხადებაში.
ლიდერების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.