„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ელჩები უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესში ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ელჩები უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესში ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ელჩები უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესში ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატებისადმი მოთხოვნების ნაწილი შესაძლოა, გაუქმდეს. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონი უკრძალავდა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობის მსურველს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოფილიყო თანამდებობაზე პარტიის მმართველ ორგანოებში. განახლებულ ვერსიაში კი ეს შეზღუდვა მოიხსნა.

ამას გარდა, კანონპროექტი, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ელჩების შეშფოთებას იწვევს, ითვალისწინებს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გათავისუფლების შესაძლებლობას, თუ დადგინდა, რომ „მას კორუფციასთან დაკავშირებული სამართალდარღვევა აქვს ჩადენილი“.

შესაბამისი ცვლილება უმაღლესი რადას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის საკითხთა კომიტეტმა დაამტკიცა. მისი ინიციატორი გახლდათ მმართველი პარტიის დეპუტატი ანდერი კლოჩკო, რომლიც თავად არის კორუფციული გამოძიების ფიგურანტი. კლოჩკოს წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტებმა დეპუტატის პენსიონერ დედას აღმოუჩინეს მიწის ნაკვეთები, სახლები და ავტომობილი „ტესლა“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის ასარჩევად გამჭვირვალე კონკურსის ჩატარება ბრიუსელის ერთი-ერთი მოთხოვნაა, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი.