„დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, უკრაინამ და იაპონიამ უსაფრთხოების შესახებ ათწლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი
„დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, უკრაინამ და იაპონიამ უსაფრთხოების შესახებ ათწლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, 2024 წელს იაპონია უკრაინას 4,5 მილიარდ დოლარს გადასცემს.
„უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმება, რომელსაც დღეს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მოვაწერეთ ხელი, პირველი შეთანხმებაა წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყანასთან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიას „ურყევი სოლიდარობისთვის“ მადლობა გადაუხადა.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ მსგავს შეთანხმებას 15 ქვეყანასთან მოაწერა ხელი, მათ შორის ბრიტანეთთან, საფრანგეთსა და გერმანიასთან. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს თავდაცვისა და ჰუმანიტარულ სფეროში დახმარებას, ასევე ფინანსურ თანამშრომლობას.